,,ეს არის რამდენიმე რამის გამო მიღებული გადაწყვეტილება” – ლონდა თოლორაიას პირველი კომენტარი

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია ,,ოცნების” ინიციატივით მისი თანამდებობის გაუქმების შესახებ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ არ უარყოფს პოლიტიკურ მოტივებს და ეს ყველაფერი რომელიმე ერთ ფაქტთან არ არის დაკავშირებული.

“როგორც პოსტში დავწერე, ეს ინფორმაცია არ მქონდა, ეს ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი გახდა “ინტერპრესნიუსიდან” ისევე, როგორც სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის გახდა ცნობილი ეს ამბავი, შესაბამისად არ ვიცი. ვიყავი დეკრეტში, 2 კვირის ბავშვი მყავს და დღეს გავდივარ სამსახურში”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მას ასევე ჰკითხეს უკავშირებდა თუ არა ამ ყველაფერს იმას, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დომინირებდა ბოლო პერიოდში გახმაურებულ საქმეებში, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმეში.

“ეს გადაწყვეტილება ბევრ რაღაცასთან არის ერთად დაკავშირებული, ეს არ უკავშირდება რომელიმე ერთ ფაქტს ეს არის რამდენიმე რაღაცის გამო მიღებული გადაწყვეტილება. რაზეც მე დღეს გავაკეთებ დეტალურ განმარტებას”. – აღნიშნა თოლორაიამ.

 

მსგავსი თემები