საქართველოში 2022 წლიდან წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია იხსნება

საქართველოში ახალი პროექტის დანერგვა იწყება. მედიკამენტთა ფალსიფიცირების რისკის შემცირებისათვის, წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორია იხსნება.

2022 წლიდან ფარმაცევტული საწარმოები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან GMP და GDP სტანდარტები. ამ სტანდარტების სერთიფიკატებისთვის 15-მა დაწესებულებამ განაცხადი უკვე გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამჟამად ლაბორატორიისთვის საჭირო შენობის მოწყობა და აპარატურის შესყიდვა მიმდინარეობს. პროექტი 2022 წლის ბოლომდე ამოქმედდება.

 

მსგავსი თემები