„ამას მართლმსაჯულების პაროდიაც აღარ ჰქვია, უბრალოდ დაგვცინიან“ – მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სისტემაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მორიგ გზავნილს ავრცელებს, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დააპატიმრეს ძმები წულუკიძეები, ჭელიძეები და ელდარ ანთაძე, რადგან ისინი არჩვენების გაყალბებაში არ ჩაერთვნენ.

„ჩემი სრული სოლიდარობა ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს. მათ გამოიჩინეს პრინციპულობა, დაიცვეს საკუთარი ღირსება და პატიოსნება. არ მეგონა ასეთ მძიმე მდგომარეობაში, თუ იქნებოდა საქართველოს სასამართლო სისტემა. ყველაფერს ჩემთვის იმის შემდეგ აეხადა ფარდა, რაც ჩემი საქმეების გამო მომიწია სასამართლო პროცესებში ჩართვა. არანაირი მცდელობა, სერიოზული მტკიცებულებების წარდგენისა, არ არსებობს. ეს მართლმსაჯულების პაროდიაც კი აღარაა, უბრალოდ დაგვცინიან,“ – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ძმებ წულუკიძეებსა და ელდარ ანთაძეს 5-5 წელი, ხოლო ძმებ ჭელიძეებსა და მათი ოჯახის ორ წევრს 4 წელი მიუსაჯეს.

მსგავსი თემები