„ექიმებში დისკომფორტია“ – ნიკოლოზ ყიფშიძე იმ პრეპარატების აღდგენას ითხოვს, რომელსაც ჰოსპიტალი არ თანხმდება  

გორის სამხედრო ჰოსპიტალი გვიან დატოვა  მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ. როგორც მან მედიასთან განაცხადა, დინამიკაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ არ მიდის. მან ასევე აღნიშნა, რომ გორის ჰოსპიტალი იმ პრეპარატებით მკურნალობას არ თანხმდება, რასაც პირადი ექიმები ითხოვენ.

„მკურნალობის სქემასთან დაკავშირებით ექიმებს შორის დისკომფორტი წარმოიშვა. მე და ბატონ ოთარ თოიძეს გვსურს, რომ აღვუდგინოთ ის წამლები, რომლებსაც აღარ იღებს.  საუბედუროდ, გორის ჰოსპიტალის ექიმი უარზეა.  ვთხოვ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გამოაგზავნოს სახელმწიფო კომისია, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ დანიშნულების შეცვლა, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. აქ სუფთა სამედიცინო არგუმენტებია, არ მგონია, რომ ეს განსახილველი იყოს“ – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, უცხოელ ექიმებსაც ელოდებიან, თუმცა, ეს სწრაფად ვერ მოხდება.

„ველოდებით უცხოელ ექიმებს, რადგან ვფიქრობ, რომ რაც მალე ჩამოვლენ, უკეთესი იქნება. მე არ მაქვს კარგი პროგნოზი და ეს ყველაფერი ასე არ უნდა დავტოვოთ. ჩემი აზრით, მკურნალობა ადეკვატური არ არის. საჭიროა ხარისხიანი მკურნალობა, რეაბილიტაცია და დიაგნოსტიკა“ – განაცხადა ყიფშიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები