,,ბლაგვი საგანი მომხვდა, 15-20 წუთი მირტყამდნენ” – “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი

“გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი, გოგიტა რობიტაშვილი, რომელსაც გუშინ თავს დაესხნენ აცხადებს, რომ უცნობი პირები 15-20 წუთის განმავლობაში ურტყამდნენ. რობიტაშვილს საკუთარ ავტოფარეხთან ფიზიკურად 4 ნიღბიანი პირი გაუსწორდა. პარტიის წევრს ყვრიმალის ძვალი აქვს გატეხილი.

“გუშინ მე ვიყავი ყრილობაზე “გირჩი მეტი თავისუფლების” მოვედი სახლში…. უკნიდან მომხდა წამებში რაღაც ბლაგვი საგანი, რის შედეგადაც გავითიშე და დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში მირტყამდნენ ყველა საშუალებებით”, – განაცხადა გოგიტამ.

აღსანიშნავია, რომ ,,გირჩი მეტი თავისუფლების” წევრებს აქვთ ეჭვი, რომ თავდასხმა პოლიტიკური მოტივაციით დაიგეგმა და მიზანი დაშინება იყო.

მსგავსი თემები