მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებს პოლიტიკური მუხტის აწევისკენ და აქციებისკენ მოუწოდებს

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკმაყოფილოა პოლიტიკური მუხტის დაწევითა და ქუჩის აქციების შეწყვეტით. როგორც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებული მიხეილ სააკაშვილი წერს, პოლიტიკური მუხტი ასაწევია, სხვანაირად არაფერი გამოვა.   

„შეგახსენებთ, რომ საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში. ჩემი მძევლად აყვანით და ხალხთან ურთიერთობის აკრძალვით, ივანიშვილი, ვფიქრობ, არამხოლოდ ჩემზე იძიებს შურს, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნას ვადამდელი არჩევნების გზით. ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ.

შემდეგი კვირები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შევძლებთ კონსოლიდაციას, პოლიტიკური მუხტის შენარჩუნებას, მრავალრიცხოვნებას და პრინციპულ და თავგადადებულ ბრძოლას, მივაღწევთ ყველაფერს და გავალთ სამშვიდობოს. ჩაერთეთ ყველანი. ვინც ვერ ახერხებს გამოსვლას, საკვებით დაეხმარეთ დემონსტრანტებს.

ახლა, ნებისმიერ პაუზას, ივანიშვილი გააფორმებს უკან დახევად და დამარცხებად, რაც ფიზიკურად მომაკვდინებელია ჩემთვის და ისტორიულად მომაკვდინებელია ჩვენი სამშობლოსთვის. ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან და აქტიურობა, აქტიურობა და აქტიურობა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები