“უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში” – მიხეილ სააკაშვილი​ს მორიგი წერილი

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მორიგი წერილს პირად “ფეისბუქზე” ასაჯაროებს და საზოგადოებას მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი თანამოაზრეებს პერმანენტული აქციებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს – მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ “სასამართლო” პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად,”- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

მსგავსი თემები