“მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა პარტიასთან, რომელიც საკრებულოშია წარმოდგენილი” – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ის მზადაა დედაქალაქის საკრებულოში შემავალ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად იყო ამისთვის 2017 წელსაც, თუმცა, თანამშრომლობის ნაცვლად, ოპოზიციამ „პოლიტიკური შოუების“ მოწყობა დაიწყო.

„2017 წელს, თუ გახსოვთ, გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვიყავი თანამშრომლობისთვის და მართლა დავიწყე თანამშრომლობა. მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ ოპოზიციური გუნდის წარმომადგენლები, თუმცა, პოლიტიკურმა ფიგურებმა, კონკრეტულად, ლევან ხაბეიშვილმა დაიწყო თავისი პოლიტიკური შოუების მოწყობა. ჩვენ არ გვქონდა ამის დრო. ჩვენ შეკრებილები ვიყავით საქმისთვის, კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის და მაშინვე გაწყდა ეს ურთიერთობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, თანამშრომლობისთვის მზად არიან მისი თანაგუნდელებიც.

„მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც საკრებულოში არიან წარმოდგენილი, ასევე, მზად არიან ჩემი თანაგუნდელები, იმისთვის, რომ ბევრი საქმე გავაკეთოთ ერთად. ეს ხომ არ არის მარტო ჩემი გასაკეთებელი. მათაც აქვთ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ჩაერთონ. იქნება მაქსიმალური თანამშრომლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები