ევროპაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოები შეზღუდვებს აწესებენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 259 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აღემატება. კვლავ რთული მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოები შეზღუდვებს აწესებენ.

2 კვირიანი ლოქდაუნი გამოცხადდა სლოვაკეთში. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისები იქნება. შეზღუდვების დაწესებას გეგმავს იტალიაც. 6 დეკემბრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე წვდომა მხოლოდ ვაქცინირებულ ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს ექნებათ. ამასთანავე აცრა სავალდებულო ხდება სამართალდამცველებისთვის, სამხედროებისა და სკოლაში მომეშავე პერსონალისთვის.

შეზღუდვების დაწესებას გეგმავს საფრანგეთიც. კონკრეტულად რა რეგულაციები ამოქმედდება ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები