გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჯანდაცვის მინისტრი მივიდა

ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება. მინისტრი გორში ჰოსპიტლის დასათვალიერებლად და მისი შესაძლებლობების გასაცნობად მივიდა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც პირად ექიმს, ადვოკატსა და უკრაინის კონსულს გაესაუბრება.

გორის ჰოსპიტალში კი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ეტაპირებას ელოდებიან. ადგილზე, უსაფრთხოებისთვის მობილიზებულია დამატებითი ძალები.

მსგავსი თემები