“ჩვენი მოთხოვნაა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ საზღვარგარეთ” – იაგო ხვიჩია

ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია – გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს და ახლა თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

“შემდეგ ასეთ დარტყმას, შემდეგ ასეთ კოლაფსში ჩავარდნას მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს, ამ ადამიანის დიდხანს გაჩერება არ შეიძლება ამ დაწესებულებაში. აუცილებელია ამ ადამიანის გადაყვანა სასწრაფოდ, ეს არის პოზიცია, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტის გარეშეა,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე ხელისუფლებს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გართულებები კვლავ იქნება თუ მიხეილ სააკაშვილი დროულად არ იქნა გადაყვანილი შესაბამის კლინიკაში.

“გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობას უსურვებს და მოითხოვს, რომ ის მრავალპროფილურ კლინიკაში არა საქართველოში არამედ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

“ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, რაც იყო მას შემდეგ, რაც ეს პროცესები დაიწყო, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ კერძო, მრავალპროფილურ კლინიკაში საზღვარგარეთ და რა საკვირველია, ჯანმრთელობას ვუსურვებ საქართველოს პრეზიდენტს,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები