ამერიკის ელჩის შეფასებით, სახალხო დამცველი თავის მოვალეობას დიდი ზეწოლის ქვეშ ასრულებს

ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახალხო დამცველის მუშაობას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ მას საკუთარი მოვალეობის შესრულება დიდი ზეწოლის ქვეშ უწევს.

„სახალხო დამცველი და მისი გუნდი აკეთებს ზუსტად იმას, რისი უფლებაც მათ საქართველოს კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული. ისინი ადამიანის უფლებების დამცველები არიან.  ისინი ასრულებენ ნამდვილად აღსანიშნავ სამუშაოს ინტენსიური ზეწოლის ქვეშ, იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაწოდონ ზუსტი, მიუკერძოებელი, ობიექტური ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მოსახლოებას სჭირდება და რომლის სერიოზული ნაკლებობაც არის. სახალხო დამცველის ოფისი ასრულებს თავის მოვალეობას პროფესიონალურად, მიუკერძოებლად და შთამბეჭდავად და სწორედ ამის გამო გვჯერა იმ ანგარიშების, რომლებსაც მისი გუნდი ამზადებს, შეფასებების, რომლებსაც ისინი აკეთებენ და აწვდიან მოსახლეობას ინფორმაციას, რომელსაც მათ შეუძლიათ დაეყრდნონ. სახალხო დამცველი იმსახურებს ბევრ მხარდაჭერას. ის იმსახურებს მოწონებას და ქებას და არა კრიტიკას,“ – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები