მაჯორეს ტბაზე ნავი ჩაიძირა – დაღუპულებს შორის იტალიის დაზვერვის ორი აგენტი და ისრაელის უსაფრთხოების ძალების ყოფილი წევრი არიან

ჩრდილოეთ იტალიაში, მაჯორეს ტბაზე ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულებს შორის იტალიის დაზვერვის ორი აგენტი და ისრაელის უსაფრთხოების ძალების ყოფილი წევრი არიან.

მსხვერპლთა შორის არის ასევე ნავის კაპიტნის ცოლი, რუსეთის მოქალაქე, 50 წლის ქალი.

ცნობისთვის, ნავი, რომლის ბორტზეც 20-ზე მეტი ტურისტი და ეკიპაჟი იმყოფებოდა, ძლიერი ქარის შედეგად გუშინ ჩაიძირა. იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ნავში დაახლოებით 25 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

იტალიაში, მაჯორეს ტბაში ნავი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

მსგავსი თემები