მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ თუ შიმშილობა და აქციები შეწყდება

იუსტიციის მინისტრი მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს, თუმცა, ამისთვის მან ორ მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.

ერთი – დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა და მეორე – გორს ჰოსპიტალთან საპროტესტო აქციები არ უნდა გაიმართოს.

„ვთავაზობთ, რომ იგი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული… მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება ხელი შეეშალოს პატიმრის გადაყვანას, პატიმარი გადაყვანილი იქნება #12 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს“ – განაცხადა მინისტრმა.  

მსგავსი თემები