დავით სერგეენკო ელენე ხოშტარიას სთხოვს, საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო მოშიმშილე კოლეგას მიმართავს და სთხოვს, საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს.

„ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ გავიგე და მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ვნახე, მაშინ უკვე სერიოზულად იყო შერყეული მისი სომატური ჯანმრთელობა. ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები მიიღოს“ – განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები