მიხეილ სააკაშვილი მასთან ნიკა გვარამიას და უკრაინის კონსულის მიყვანას ითხოვს

გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსული ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მანამ არ მიიღებს, სანამ ნიკა გვარამიასა და უკრაინის კონსულს არ შეხვდება.

„როგორც ვვარაუდობდი და როგორც გაფრთხილებული ვიყავი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ის არ გავიდოდა თავისი ნებით მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან ჩემი აქ ყოფნის გარეშე. ასევე, მან მოსთხოვა ადმინისტრაციას, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მოსულიყვნენ აქ, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან ერთად არ გადაწყდება ეს საკითხი, არცერთ შემთხვევაში ის არ გადავა აქედან. ამიტომ, ნიკა გზაშია, უკრაინის კონსულთან დაკავშირებით შეტყობინებას გადასცემდნენ. ისინი მალე მოვლენ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა“ – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები