“სააკაშვილი გადაყვანილი იქნება იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება” – დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ პირად ექიმთან შეთანხმებით, ხუთი ექიმის კონსულტაციის აუცილებლობა გაიწერა.

“პირადი რეკომენდაცია უკვე გავუზიარე მის პირად ექიმს და ამ დაწესებულების ექიმებს, რომელიც სრულდება კიდეც. დამეთანხმნენ, ეს იყო გადაუდებელი კონსულტაციები ღამის განმავლობაში, რომლებმაც უახლოესი საათების სამოქმედო გეგმა უნდა გაწერონ. ეს არის ჩემი რეკომენდაცია, რომელიც გაზიარებულია. გეგმაა ასეთი, რომ მკურნალ და პირად ექიმთან შეთანხმებით, გავწერეთ და დავასაბუთეთ 5 ექიმის კონსულტაციის აუცილებელობა. აქედან ორი – ნერვოლოგი და გასტროენტეროლოგი, პირველი პრიორიტეტი იყო. ნერვოლოგის კონსულტაცია იყო უკვე, როცა მე წამოვედი, გასტროენტეროლოგთან ღამე ჩატარდებოდა.  თუ ეს შესაძლებელი იქნება ადგილზე, გაკეთდება ადგილზე, თუ მათი რაღაც ნაწილის გაკეთება შეუძლებელი იქნება, გადაყვანილი იქნება იქ, სადაც ეს შესაძლებელი იქნება,”- განაცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები