„ბევრი ისეთი შეცდომა იყო, რომელსაც ძალიან, ძალიან ვნანობ“ – მიხეილ სააკაშვილის ბოდიში

„ბოდიშს გიხდი კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი“ – ეს გახლამთ ამონარიდი მიხეილ სააკაშვილის სიტყვიდან, რომლითაც მას სასამართლოს და საქართველოს მოსახლეობას მიმართა.

როგორც ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ნანობს და აღიარებს, რომ შეცდომები ჰქონდა.    

„გვქონდა თუ არა ჩვენ შეცდომები? საკმარისზე მეტი. ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან, ძალიან ვნანობ. პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი საუბრები, მაგალითად, ნიკა რურუასთან 2011 წელს, რომელიც მეუბნებოდა: „არ შეიძლება, სასამართლოს თუ არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და არ უზრუნველყავით, თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ ის სამართალს იპოვის იმ საქმეებში, სადაც პროკურატურის ინტერესია და გამართლდება, ჩათვალე, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაყრილია“. ნიკა აღარ არის დღეს  ცოცხალი, მაგრამ გეგონება ყველაფერი ზუსტად გამოიცნო და ამიტომ, რა თქმა უნდა, ის შეცდომა, რომ ჩვენ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე, როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ“ – განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. 

მან საკუთარ შეცდომებზე ისაუბრა, თუმცა, აღნიშნა, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

„ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი. საქართველოს სახელმწიფოს დამფუძნებელი არ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე, იმიტომ, რომ დამნაშავეები სახელმწიფოს კი არ აფუძნებენ, არამედ ანგრევენ და ამის კლასიკურ მაგალითს ხედავთ თქვენ, როდესაც ბანდიტების ხელშია ჩავარდნილი საქართველო. რა თქმა უნდა, მე ძალიან მეჩქარებოდა საქართველოს განვითარება და ვინც ჩქარობს ყოველთვის უშვებს შეცდომებს“ – განაცხადა სააკაშვილმა პროცესზე.

სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, სამარცხვინო ფაქტი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თაფლის ბოთლები დათვალა და მთავრობა თვალს ადევნება რას ყიდულობდა ის ციხის მაღაზიაში.

„ამის მერე მოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილება, ბევრი ხალხიც იყო ქუჩაში და აი, ასე გადარჩა მთელი საზოგადოების მობილიზებით ჩემი სიცოცხლე. განზრახ მკვლელობა ხდებოდა წამების, არაადამიანური მოპყრობის ფონზე. აღარ ვლაპარაკობ ჩემი პირადი კადრების გავრცელებაზე, მუდმივ მოწოდებაზე, გაჟღერებული უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ, რომ დამემძიმებინა შიმშილობა. „კეთილი“ შემოთავაზება, რომ მე მაქვს თვითმკვლელობის უფლება, რომ შიმშილობის 41-ე დღეზე რატომ უნდა ვიცოცხლო. ასევე, ფსონების დადება სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ – 45 დღეს ვიცოცხლებდი თუ 49 დღეს. სამარცხვინო ფაქტი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თაფლის ბოთლები დათვალა, პრაქტიკულად საქართველოს მთავრობა ადევნებდა თვალ-ყურს რას ვყიდულობდი ციხის მაღაზიაში. ასეთი რაღაც დიდი ხანია აღარ ხდება არცერთ აფრიკულ ქვეყანაში. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს არაადამიანურ, ველურ ქვეყანაში. სხვათაშორის, არც თქვენს სათაყვანებელ რუსეთში ხდება და არც ბელარუსში, იქ რაღაც წესები მაინც არსებობს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები