საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2021-ზე ნიკო ქაჯაია წარადგენს

საბავშვო ევროვიზია 2021, რომელიც წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება, საქართველოს 10 წლის ნიკო ქაჯაია წარადგენს.

ნიკო მილიონობით მაყურებლის წინაშე სიმღერით  „Let’s Count The Smiles” – “დავაგროვოთ ღიმილები” წარსდგება. უკვე მეოთხე წელია საბავშვო ევროვიზიაზე პირველი არხის პროექტის “რანინა” გამარჯვებული მიემგზავრება, რომელიც შიდაშესარჩევი კონკურსია.

ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით წარდგება.

რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

მსგავსი თემები