„დიდი ოცეულის“ წევრმა ქვეყნებმა კორონავირუსის ახალი შტამ „ომიკრონთან“ დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გამართეს

„დიდი ოცეულის“ წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებმა ორშაბათს, 29 ნოემბერს კორონავირუსის ახალი შტამ „ომიკრონთან“ დაკავშირებით საგანგებო ონლაინ შეხვედრა გამართეს.

ღონისძიების ჩატარების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ წარმატებით საბრძოლველად, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ვაქცინების საკმარისი რაოდენობა.

მინისტრთა შეფასებით, ხალხისთვის ვაქცინების ხელმისაწვდომობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. კერძოდ, „დიდ შვიდეულში“ მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მედიკამენტების გადატანა სწრაფად და უფასოდ იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

მსგავსი თემები