აზერბაიჯანში ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაღუპულია 14 ადამიანი

აზერბაიჯანში უბედური შემთხვევა მოხდა. სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერტმფრენი სასაზღვრო სამსახურს ეკუთვნოდა, დაღუპულებიც სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.  

ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა ხიზის რაიონში, სამხედრო პოლიგონზე, საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა.

მსგავსი თემები