,,ვემზადებით ჩვენი სამშვიდობო ფორმულის განსახორციელებლად”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ახალი კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან დაგეგმილია დიდი შვიდეულის ფორმატის შეხვედრა, უკრაინის აღდგენის კონფერენცია საფრანგეთში და შეხვედრა ევროკავშირში.

როგორც ზელენსკი ვიდემიმარვაში აღნიშნავს, ფრანგ კოლეგასტან საკმაოდ გრძელი და ძალიან ინფორმატიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„ველაპარაკე პრეზიდენტ მაკრონს. ეს იყო საკმაოდ გრძელი საუბარი, საათზე მეტი და ძალიან ინფორმატიული. თავდაცვა, ენერგეტიკა, ეკონომიკა, დიპლომატია… ვაკოორდინირებთ ნაბიჯებს, ვემზადებით ჩვენი სამშვიდობო ფორმულის განსახორციელებლად. ამას პრეზიდენტი მაკრონი მხარს უჭერს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს. როგორც ყოველთვის, ძალიან კონკრეტული საუბარი იყო, იმაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ უკრაინისა და თურქეთისთვის, არამედ ის, რაც ნამდვილად გლობალურია. განვიხილეთ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის გაფართოების შესაძლებლობები. ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე მნიშვნელოვან ერთობლივ ნაბიჯზე უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები