უბედური შემთხვევა მოხდა ნინოწმინდაში. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინცინდენტი ორი სოფლის – განძისა და ფოკის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ახალგაზრდებმა ჯერ იჩხუბეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა ფ.ჰ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი ახალქალაქის კლინიკაში თანასოფლელებმა გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.
სხეულის დაზიანებები მიიღო ორმა პირმა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამნაშავე დაკავებული არ არის, უწყებაში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.