კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 426 თბილისში, 167 იმერეთში, 72 კი აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 216 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 990 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 265 პირი, 23 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 228 410 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 214 992 გამოჯანმრთელდა, 2 528 კი გარდაიცვალა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 990 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 426 შემთხვევა, აჭარა – 72, იმერეთი – 167, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 83, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 68, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 864, საიდანაც, 4 664 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 236, აჭარაში – 397, იმერეთში – 931.ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 921 პირი, მათ შორის, თბილისში – 436, აჭარაში – 91, იმერეთში – 232. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 322 პირი, მათგან თბილისში – 197, აჭარაში – 25, იმერეთში – 47. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 242 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში. 5 342 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 415 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 72, ხოლო იმერეთში – 68.
სულ 6 ოქტომბრიდან – 31 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 21 136 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 732 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 946 პირი, აჭარაში – 2 800, იმერეთში – 3 382“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.