2020-ში „მედიაცენტრ მთავარში“ დარჩენილი ნივთების კოლექცია (სახალისო კოლაჟი)

ჩანთა, მიკროფონი, ქურთუკი, მობილური, შტატივი, ტელეფონი, თმის სამაგრი – ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომელიც „მედიაცენტრ მთავარში“ გადაღებაზე მოსულ ჟურნალისტებს ყველაზე ხშირად ჩნდება. ამ ყველაფერს კი შემდეგ მოსდევს დარჩენილი ნივთების ფოტოების „გამოფენა“ შემდეგი წარწერით – „ჩვენთან დაგრჩათ, ვისია“. ყველაზე  კურიოზული კი ის იყო, რომ შუა ზამთარში, ერთ-ერთი ოპერატორი ქურთუკის გარეშე წავიდა.

უფრო მეტიც, პრესკონფერენციის დაწყებამდე, „მშიერ“ კოლეგებს სტუმრად მოსვლამდე უსაუზმიათ კიდეც (იხილეთ სახალისო ფოტოები).

„მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ 2021 წელს და გელოდებით ახალი შემართებით! წარმატებები ჩვენს კოლეგებს!

მსგავსი თემები