,,მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს 9 მაისს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი”- იენს სტოლტენბერგი

“ნატოს” გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართავს და ომის დასრულებისკენ მოუწოდებს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას.

“კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს 9 მაისს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და გავაგრძელებთ ქვეყნის დახმარებას თავდაცვის უფლებით ისარგებლოს,”- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები