“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი დღეს იუბილარია და იმის გამო, რომ არ მუშაობს არც ერთი ბარი და რესტორანი, მან დაბადების დღე საჯარო ღონისძიებით აღნიშნა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ვინაიდან 31 დეკემბერს თბილისში არსად არაფერი ხდება, ხალხს გასართობად თავის დაბადების დღეზე დაპატიჟა. როგორც თავად თქვა, ღონისძიებაზე დაცული იყო ის მინიმალური რეკომენდაციები, რომლებიც სპეციალისტებს COVID-19-ის გავრცელების შესამცირებლად აქვთ.
“დაბადების დღე მაქვს. არავინ არაფერს არღვევს. პირბადის კეთება დ ა.შ. – ყველა იცავს მაგ წესებს, მაგის პრობლემა არ არის.
ამ ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ, რაშიც ჩავვარდით, განსაკუთრებით 2020-ში და მერე ვნახოთ,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.