ვინც სამსახური დაკარგა, 200 ლარიან დახმარებას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური და მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. „მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესა და სოციალური ჯგუფების უმრავლესობაზე, ამიტომ ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის, დაიფარება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა, რომელმაც…

მეტი...

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება

“სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს 65 000 და 100 000 ქულას შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა. ეს მოსახლეობის ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მოწყვლადია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომლებიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულების სამსახურის დაკარგვის, ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირების შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამიტომ ჩვენ ვაახლებთ ამ პროგრამას და 65 000-დან 100 000 ქულამდე მქონე ყველა ოჯახს…

მეტი...

“საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, 70 წელს ზემოთ ადამიანები მაქსიმალურად დარჩნენ სახლში” – გიორგი გახარია

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელიც დაიწყება 28 ნოემბერს და დასრულდება პირველ თებერვალს; ეს გეგმა მოიცავს დეკემბერს და იანვარს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს შეზღუდვა იქნება დროებითი და საქართველოს მთავრობის სპეციალური მეოთხე ეტაპის პროგრამა, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული სოციალური დახმარებისა, ითვალისწინებს მათ შორის ამ კონკრეტულ შეზღუდვებსაც,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დახმარების გეგმა ითვალისწინებს სისტემურ ეკონომიკურ კრიზისსაც, რომელიც 2021 წელს გაგრძელდება. „28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის 8 დიდ ქალაქში, ესენია…

მეტი...

„ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დანაკარგების გარეშე ვერ გაივლის“

„ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანია, ის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ორ თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღონისძიებების მთავარი მიზანია, რომ ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შემცირდეს, რამაც უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და ამან თავის მხრივ უნდა შეამციროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა. „დღეს ქვეყანაში კეთდება 15-16 თასი ტესტი, ყველაფერთან ერთად შემუშავებულია აბსოლუტურად ახალი კლინიკური მართვის გეგმა. რამდენიმე ახალი კლინიკა არის ჩართული კოვიდის მართვაში, რომელიც შეიქმნა…

მეტი...

3 იანვარიდან 15 იანვრამდე პერიოდი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

საქართველოს მთავრობა 3 იანვარიდან – 15 იანვრის პერიოდს უქმე დღეებად აცხადებს.  ქვეყნის მასშტაბით: · ცხადდება უქმე/დასვენების დღეები: · აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში. · არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

მეტი...

28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან აიკრძალება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან, ყვეყანაში ახალი შეზღუდვები წესდება.  ერთ-ერთი რეგულაცია გადაადგილებას შეეხება. კერძოდ,  28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით. 21:00 საათიდან გადაადგილება იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება.

მეტი...

28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს

28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო. შეზღუდვები 2 თვეს – 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. „საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით: ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე…

მეტი...

28 ნოემბრიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 სააათიდან აიკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 სააათიდან აიკრძალება. შესაბამისი აკრძალვა მობილობის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით წესდება. 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება. 16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს იკრძალება.

მეტი...

ოპოზიციის ნაწილი დაფიქსირებული შედეგით საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს

ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს, თუმცა დაფიქსირებული შედეგით დაფინანსებას მაინც ითხოვს. ეს სურვილი კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე სულ პოლიტიკურმა სუბიექტმა დააფიქსირა. მათ შორის არიან ის ბლოკები, რომელთა ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი ციფრებში არ ასახავს რეალობას. თუმცა, ცესკოს ეს ხმები რეალურია იმისთვის, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მიიღონ, “ძალა ერთობაშიას” და “სტრატეგია აღმაშენებლის” შემადგენლობაში მყოფმა პარტიებმა.   “ერთადერთი წყარო, განსაკუთრებით არასაარჩევნო პერიოდში ეს არის დაფინანსება. მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების თემა, პარტიები ვალდებულები არიან, ყოველ წელს, 25 ნოემბრამდე განახორციელონ მიმართვა შესაბამის უწყებებში. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყველა ბიზნესმენს ეკრძალება ოპოზიციასთან და…

მეტი...

ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. პაციენტი ქუთაისის მკვიდრია. ის სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, მაგდა კოსტავას ინფორმაციით, პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. კოსტავას თქმით, პაციენტი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს. „ბებოს ხვალ, ან ზეგ გავწერთ. საკმაოდ აქტიური ქალბატონია. ჩვენს კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდდადებითი პაციენტია. გვყავს როგორც საშუალო სირთულის, ისე მძიმე პაციენტები”, – ამბობს მაგდა კოსტავა.

მეტი...

„ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა განახევრების ნაცვლად 20% – ით გაიზარდა“ – დავით მესხიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ევრო დირექტივის რეკომენდაციის მიხედვით, მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა უნდა განახევრებულიყო, ამის ნაცვლად კი მივიღეთ 20% – იანი ზრდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა განაცხადა. მესხიშვილის ინფორმაციით ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების მიზნით საქართველოში არაფერი გაკეთებულა, როგორც მესხიშვილი განმარტავს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ევროპის ქვეყნებთან შედარებით 6 – ჯერ მეტია: „დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 20 % – ით, ეს არის ევროპის ქვეყნებზე 6 – ჯერ მეტი, ევრო დირექტივებით იყო რეკომენდაცია, რომ მიმდინარე წელს…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 293, აჭარაში 475, იმერეთში 793

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 98 781-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 124-ს შეადგენს. მათივე ცნობით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 200 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 118 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 98 781 გამოჯანმრთელდა, 1 124 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 2 037, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 165 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 920 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები დღეს გახდება ცნობილი

საქართველოში კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები დღეს გახდება ცნობილი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა,  მთავრობა გადის კონსულტაციას შეზღუდვებთან დაკავშირებით. „ჩვენი მიზანი არის, არ დაველოდოთ პიკს, არამედ მოვახდინოთ პიკის დროული შეჩერება, რათა ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს, განაგრძოს მუშაობა მის ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არის ორი ვერსია, თუ რომელ ფორმატში შეიძლება, განხორციელდეს შეზღუდვები და ისინი 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. „ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან. გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და 26 ნოემბერს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი არის,…

მეტი...

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის ის პარტიებიც არიან, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან. “ჩვენ არასდროს არ დაგვიმალავს, რომ ვაპირებთ ამ თანხის მოთხოვნის გაგზავნას. ეს ხმები ჩვენ მოგვცა ამომრჩეველმა იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეცვალა “ქართული ოცნება”, შეგვეცვალა დღევანდელი რელობა. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” წაართვა ეს შესაძლებლობა ამ არჩევნებით. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ დავუბრუნოთ ამ ხალხს თავისი არჩევანი და სწორედ ამას მოხმარდება ეს თანხები,“ – განაცხადა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან თარხნიშვილმა. დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ…

მეტი...

ხანძარს ხორავას ქუჩაზე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ლოკალიზებულია. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. დამწვარია 3 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართული. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია 7 სახანძრო სამაშველო ჯგუფი. გამომწვევი მიზეზი და მომხდარის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

მეტი...

დიეგო მარადონა გულის შეტევით გარდაიცვალა

“ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა,” – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „კლარინმა“. წყაროს ცნობით, მარადონას გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის მოულოდნელი შეტევა. ყოფილი ფეხბურთელი ბუენოს აირესის გარეუბანში საკუთარ სახლში იმყოფებოდა თავის ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. დიეგო მარადონა მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონია.

მეტი...

“სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს COVID-19 აღმოაჩნდა” – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს COVID-19 აღმოაჩნდა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად პენიტენციური სამსახური ავრცელებს.  “COVID-19 აღმოაჩნდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში (N10 დაწესებულების ბაზაზე არსებული საკარანტინო სივრცე) სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს.მოცემული პირები პენიტენციური დაწესებულებებიდან სამოქალაქო კლინიკაში სტაციონარული მომსახურების (ოპერაცია, კონსერვატიული მკურნალობა და ა.შ.) მიღების მიზნით იყვნენ გადაყვანილები. პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, სტაციონარული წესით კლინიკაში გადაყვანის და შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების შემდეგ პატიმრები გადიან PCR ტესტირებას და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავსდებიან N10 დაწესებულების ბაზაზე არსებულ საკარანტინო სივრცეში, სადაც ატარებენ 12-დღიან საკარანტინო პერიოდს.…

მეტი...

„საჭირო და აუცილებელია, წერტილოვანი ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრება“ – მორიგი შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა წერტილოვანი შეზღუდვების რამდენიმე ვარიანტი, რომელთა მიზანია, ერთის მხრივ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იყოს ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით. დისკუსიისას შეზღუდვების ფორმებსა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის…

მეტი...

„ეპიდემიის ტრაექტორია დრამატულად აღმავალია“ – ბიძინა კულუმბეგოვი

„ეს იქნება ის აუცილებელი, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის შესაძლებლობას, დაავადებულ ექიმებს კი გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს,“ – ამის შესახებ ალერგოლოგ – იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შესაძლო შეზღუდვებს ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა ყოველდღიურ ეკონომიკურ აქტივობაზე. „ახლა საზოგადოების ყველა ნაწილი კმაყოფილი ბუნებრივია ვერ იქნება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ ახლა ჩვენ ადამიანები, რომ მაქსიმალურად გავიაზროთ ის, რომ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც მოვისმინეთ ბუნებრივია დღეს და მერე გაცხადდება ეს ოფიციალური უფლებამოსილი ორგანოების მიერ, რომ პრაქტიკულად მინიმალური იქნება…

მეტი...

“ბიზნესი რთულ პირობებში ჩავარდება ნებისმიერი შეზღუდვით, თუმცა  მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება“ – ბიზნესმენები

მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრა დასრულებელია.  ბიზნესი ხვალიდან „ლოკდაუნს“ ელოდება. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა მედიასთან განაცხადა, მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც დაწესებული შეზღუდვებით გადარჩება. „ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება იმ შეზღუდვებით, რომელსაც დააწესებენ, – ამის შესახებ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ბიზნესის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ მთავრობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს დღეები აქტიურ კომუნიკაციაში ვართ მთავრობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესი რთულ პირობებში ჩავარდება…

მეტი...

ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული, სავარაუდოდ, დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხება. კალანდაძე ადასტურებს, რომ პროკურატურიდან დაუკავშირდნენ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას იმჟამინდელი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოხატავდა. კირიონის თქმითვე, ნინო კალანდაძემ 2012 წლის მაისის მოვლენების დროს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას.

მეტი...

„სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგები უფრო მეტს წყვეტენ, ვიდრე კომპეტენტური ადამიანები“ – ბიზნესმენებთან შეხვედრა დასრულდა

მთავრობის კანცელარიაში ბიზნესმენებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც პრემერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესმენები აცხადებენ, ნახევარი საათით გაჩერებაც კი ბიზნესისთვის „ლოკდაუნია,“ რაც დამღუპველი იქნება. „გადაწყვეტილებები დღეს არ მიგვიღია. განხილული იყო ის ვითარება, რაც კოვიდსიტუაციას წარმოადგენს ქვეყანაში, ასევე ბიზნესის მდგომარეობა.  იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდ ვარიანტში, რა შეიძლება მოხდეს კარგ ვარიანტში გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. გადაწყვეტილებები ხვალ იქნება მთავრობის მიერ გაჟღერებული. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ სარესტორნო სფეროს ნებისმიერი შეზღუდვა წარმოადგენს სრულ „ლოკდაუნს.“  არსებული მდგომარეობის შენარჩუნება მისაღებია იმ შემთხვევიდან გამომდინარე, რომ დღეს ვინც ცოცხლობს და შესაძლებლობა აქვს ოპერირებდეს, ოპერირების სიტუაციაშია. ნახევარი საათითაც რომ შეგვზღუდონ,…

მეტი...

„მეტრო რ გაჩერდება“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს. კალაძის თქმით, მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი ყველა წესის დაცვით ხორციელდება. „ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. „დღეს რომ მეტრო გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რის ხარჯზეა? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტის და…

მეტი...

დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში მონადირეს იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა

მეხანძრე-მაშველებს ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოჰყავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა. “შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე” – საპატრიარქო

კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელების გამო, საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს და მრევლს მიმართავს, ტაძარში ყოფნის დროს დაიცვან დისტანცია და გამოიყენონ პირბადე.  “COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს. ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის I ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული,”- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს…

მეტი...

ბათუმელი მედიკოსები, კორონავირუსით გარდაცვლილ თანამშრომელთა ოჯახებს უსამძიმრებენ

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გარდაცვლილი თანამშრომლების გამო მწუხარებას გამოთქვამს და  სამძიმრის წერილს აქვეყნებს: „მწუხარებით სავსე დღეები გვიდგას რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს. ჩვენს რიგებს გამოაკლდა ორი ღირსეული და სახელოვანი ექიმი, თერაპევტი – ბენიამინ ჭელიძე და რეანიმატოლოგი – ისლამ საფაროვი. უდიდესია მათი წვლილი აჭარის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ვიზიარებთ ოჯახების მწუხარებას და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას,“ – ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

„იმედი მაქვს, ამ დაუღალავ ბრძოლას, ამ მიწიერი ჯოჯოხეთის გავლას რაიმე აზრი ექნება“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა, ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული. მალხაზ მაჩალაკიშვილი თვლის, რომ ევროპული სასამართლო საბოლოოდ სიმართლეს დაადგენს. როგორც მაჩალიკაშვილმა „მედიაცენრ მთავართან“ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებიც პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ: „ევროპის სასამართლოს მიუხედავად იმის, რომ უამრავი საქმე აქვს თემირლანის საქმის განხილვა ნაჩქარევი წესით დაიწყო, რაც იმედის მომცემია. სახელმწიფოსგან მიწოდებული მტკიცებულებები აღმოჩნდა სიყალბე. შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რომ ის ადამიანები დაისაჯონ, ვისაც თემირლანის სისხლში ხელები აქვს გასვრილი.…

მეტი...

ბათუმში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა. 56 წლის ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობის კურსს. ის სტაციონარში 17 ოქტომბერს მოათავსეს. პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია, თუმცა ფილტვის დიდი ნაწილი ჰქონდა დაზიანებული.  აჭარის რეგიონში ეს უკვე მედპერსონალის გარდაცვალების მე-6 შემთხვევაა. 

მეტი...

„დღეს, ყველა გაციება კოვიდია“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, თითქმის ყველა ვირუსული ინფექცია, რომელიც დღეს ფიქსირდება, „კოვიდ 19“-ია. „ყველა გაციებით მიმდინარე დაავადებები და მწვავე რესპირატორულად მიმდინარე დაავადებები, დღეს რაც ფიქსირდება ქვეყანაში,  მათი 90% არის კოვიდი. დარჩენილია ძალიან ცოტა ძველი კორონავირუსი, არის ცოტა რინოვირუსებიც. პრაქტიკულად, დღეს ყველა გაციება არის კოვოდი“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.    მისივე შეფასებით, მას შემდეგ, რაც არსებული რეგულაციები გამკაცრდება, ინფიცირებულთა არსებული ოდენობა არ შემცირდება, თუმცა, არც გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ახალი რეგულაციების დაწესების შესახებ მთავრობა გადაწვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

მეტი...

დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდება

მთავრობა ახალ, გამკაცრებული რეგულაციების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს. შეზღუდვის ერთი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტს შეეხება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამის შესახებ განცხადება ხვალ გაკეთდება. „არ დაგიმალავთ, მიდის ამაზე მსჯელობა. ვადასტურებ რომ არის მსჯელობა რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.    

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობა ბიზნესსექტორის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, ინტენსიურად მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. „მთავრობის მიზანია, ბიზნესთან და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით. ამასთან, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრება ინფიცირების…

მეტი...

“ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ, თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი” – ეკატერინე ტიკარაძე

“დავაკვირდებით პროცესს და მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენმა მოქალაქეებმა ახალი წლის თავისუფლად და შესაფერისად აღნიშვნა შეძლონ,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. „გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ერთის მხრივ ვითვალისწინებთ ზიანს, რაც ადამიანის ჯანმართელობას კოვიდინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად შეიძლება მიადგეს, ასევე ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვითვალისწინებთ, როდესაც ყველა ახალ წელსა და შობას ველოდებით. ასევე, რა თქმა უნდა, ბიზნესის აქტიურ ფაზას ვითვალისწინებთ, რომელიც არის დეკემბერში. ჩვენ მიზანი არ არის, იმგვარი და იმ ვადით შეზღუდვები მოხდეს, რომ ყველა ეს კომპონენტი ზარალში მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით პროცესს იმ…

მეტი...

„პიკში შევედით და ამიტომაც, უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები“ – ამირან გამყრელიძე

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დაწესებული გამკაცრებული ზომების შესახებ გადაწყვეტილებას ხალ გამოაცხადებს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, გამკაცრება აუცილებელია, რომ დავამუხრუჭოთ. „საჭიროა არა მხოლოდ ღონისძიებების გამკაცრება, არამედ მრავალმხრივი მიდგომა. მათ შორის, ტესტირების მეტი ხელმისაწვდომობა; უფრო მეტი  მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში და ინფიცირებულების 85%-ის მართვა პირველადი ჯანდაცვის სექტორში ოჯახის ექიმების მიერ. ვისაც სჭირდება სტაციონალური დახმარება, მძიმე პაციენტები, მათი მხარდაჭერა და დახმარება ჰოსპიტალურ სექტორში. ასეთია დღეს ზოგადი მიდგომა.  ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც, უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები და ალბათ, ვფიქრობთ, რომ ხვალ გამოცხადდება ამის…

მეტი...