,,ვიდეო მტკიცებულება კონტექსტიდან ამოგლეჯილია, სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება იყო” – ოკმელაშვილის ადვოკატი

სარეკლამო სააგენტო ,,ლიმონის” დამფუძნებელს, ანტირუსული აქციების მონაწილეს, გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ის 15 მაისს, პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეო მტკიცებულება, რომელიც პროკურატურას აქვს წარმოდგენილი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და სულ 3-წამიანია. მისი თქმით, ოკმელაშვილი პოლიციელს კი არ დაესხა თავს, თავს და სხვა მოქალაქეს იცავდა ნიღბიანი სამართალდამცავების მხრიდან ძალადობისგან.

ვიდეო მტკიცებულების გარდა საქმეში დევს დაზარალებული პოლიციელისა და სხვა სამართალდაცვების ჩვენებები. რაც შეეხება ოკმელაშვილის სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულ ნარკოტიკულ ნივთიერებას, დაცვის მხარე დნმ ექსპერტიზას ითხოვს.

წინასასამართლო სხდომა 4 ივლისს ჩაინიშნა, ამ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

მსგავსი თემები