გალში უკანონოდ დაკავებული ნიკა ბებუას ოჯახი ამ წუთებში სახალხო დამცველის მოადგილეს ხვდება

გალში უკანონოდ დაკავებული ნიკა ბებუას ოჯახი ამ წუთებში სახალხო დამცველის მოადგილეს ხვდება. შეხვედრა ომბუდსმენის ოფისში მიმდინარეობს. 27 წლის მამაკაცის ახლობლები ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

“დაკავების შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ გვქონია. ეს ფიზიკურად შეუძლებლია. სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, ჩვენც გამოგვიგზავნეს ახლობლებმა, სადაც ჰყვება მიზეზს. ამბობს, რომ მას აფხაზებთან არანაირი პრეტენზია არ აქვს და მიაჩნია, რომ ჩვენ ვართ ძმები, თუმცა სოციალურ ქსელში, მუქარის კომენტარებიც გავრცელდა, რაც ძალიან გვაშინებს, ჩვენც და ოჯახსაც, რადგან არ ვიცით, რა შედეგი დადგება,”- აცხადებს ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამარ თამარ ბებუა.

შეგახსენებთ, დე ფაქტო მთავრობამ აფხაზური დროშის დაწვის გამო ოკუპირებული გალის მცხოვრები დააკავა. ნიკა ბებუას დაკითხვის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, რასაც ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. ჯერჯერობით, უცნობია, რა მუხლით წაუყენებენ მას ბრალს. მომხდართან დაკავშირებით სუსმა ცხელი ხაზი აამოქმედა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუსის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული ამჟამად გალშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი თემები