მთავრობა ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობების სახით მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

ძირითადად, საუბარია დამატებული ღირებულების გადასახადზე.

„2021 წელს აქტიურად გაგრძელდება წარმოქმნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადების (ძირითადად, დღგ) დაბრუნების პროცესი და მოსალოდნელია, რომ 2021 წელს დაბრუნდება მილიარდ ლარამდე.

2020 წლის მიმდინარე პერიოდში უკვე დაბრუნებულია 600 მილიონ ლარზე მეტი და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლომდე მილიარდ ლარზე მეტი დაბრუნდება“, – წერია დოკუმენტში.

მსგავსი თემები