ჯანდაცვის სამინისტროში თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

ჯანდაცვის სამინისტროში თენგიზ ცერცვაძის სავარაუდო გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფექციონისტთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ცერცვაძეს აჭარაში ელოდებიან, რათა ვირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას გაეცნოს. 

მედიაში გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. 

მსგავსი თემები