შიდა ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა, კორონავირუსი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 3 არასრულწლოვანია.
2 შემთხვევა ნადარბაზევის კლასტერს უკავშირდება, სადაც მთლიანობაში ვირუსი ერთი ოჯახის 5 წევრს დაუდასტურდა, 2 შემთხვევა კი ტირძნისის კლასტერიდანაა. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
კიდევ 1 ახალი შემთხვევის წყარო უცნობია. ის GPC-აფთიაქის თანამშრომელია. უკვე გამოვლენილია მისი 16 კონტაქტი.
ახალი 5 შემთხვევა 29 სექტემბერს გაგზავნილი 185 ნიმუშიდანაა, მათი პასუხი გვიან ღამით გახდა ცნობილი, ხოლო გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 231 ნიმუში გაიგზავნა, მათი პასუხები ჯერ უცნობია. სულ რეგიონში თვითიზოლაციაში 213 პირი იმყოფება.