„მინდა ვთხოვო ყველა მშობელს, სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ გაუშვათ” – ამირან გამყრელიძე

„მინდა ვთხოვო ყველა მშობელს, სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ გაუშვათ. თუ სიციანი იქნება ბავშვი, აუცილებლად გამოიყენონ 112-ის კონსულტაცია“, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ხელმძღვანელობა და პედაგოგები იყვნენ მაქსიმალურად მოტივირებულნი, რომ არ დავუშვათ სკოლებში ინფექციის გავრცელება.

„თუ რომელიმე სკოლაში დაფიქსირდება ინფექცია, ამის გამო პანიკას არ უნდა მივეცეთ და უნდა ვიმოქმედოთ ეპიდემიოლოგების და ექიმების რეკომენდაციების მიხედვით. ეს რეკომენდაციები დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ადამიანი იქნება ინფიცირებული და ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ეპიდემილოგები და ექიმები სკოლის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში. ასე რომ, სწავლის დაწყება სერიოზული მობილობის ზრდაა, ამას დაემატება უმაღლეს სასწავლებლებსა და უფროს კლასებში სწავლის დაწყება. იქნება საშუალება, რომ აირჩიონ ონლაინ სწავლა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ

მსგავსი თემები