აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომხეთის 22 ტანკი, 228 საარტილერიო დანადგარი, 30 ანტისარაკეტო სისტემა და სხვა მძიმე ტექნიკა გაანადგურეს

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება გრძელდება. ოფიციალური ბაქო აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ტექნიკის განადგურების შესახებ იუწყება. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ბოლო 4 დღეში სომხეთის 22 ტანკი, 228 საარტილერიო დანადგარი, ხუთი საწყობი, 30 ანტისარაკეტო სისტემა და სხვა მძიმე ტექნიკა გაანადგურეს. დანაკარგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო. მათი ინფორმაციით, დაღუპულია 23 სამხედრო, სომხეთის საერთო დანაკარგი კი 103 ჯარისკაცს შეადგენს.

მეტი...

“ქართული ოცნება” დღეს სიას წარადგენს

“ქართული ოცნება” პარტიულ სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს წარადგენს.პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” საარჩევნო სია საინტერესოა, თუმცა არანაკლებ საინტერესოა პარტიის პროგრამა, რომელსაც ირაკლი კობახიძე წარადგენს.როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, პარტიულ სიაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია და გუნდი შეთანხმებული, რომ წინასწარ სიაზე არ ისაუბრებენ. “დავამთავრეთ სიაზე მუშაობა და შევთანხმდით, რომ წინასწარ არ ვასახელებთ, ვინ და როგორ იქნება. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ზოგი ახალი სახეა პარლამენტისთვის და პოლიტიკისთვის, მაგრამ საზოგადოებისთვის ნაცნობია, ზოგი ძველი სახეა, მაგრამ რასაკვირველია, ის გუნდი, რომლისთვისაც, შეიძლება, საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ თუნდაც 150-ე იყოს ამ სიაში,” – ამბობს ვოლსკი. 

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა გალში ე.წ “აფხაზეთის გამარჯვების” დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე აფხაზური დროშა დაწვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში დაკავებული პირი აცხადებს, რომ ქართველებისა და აფხაზების დაყოფის თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს და ის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა. გავრცელებული ინფორმაციით, პირი გალიდან სოხუმში გადაიყვანეს.

მეტი...

აჭარისა და სხვა რეგიონების რამდენიმე სკოლის გარდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეება სწავლა განაახლეს

აჭარისა და სხვა რეგიონების იმ სკოლების გარდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდა, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას დღეიდან გააგრძელებენ. ამასთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, თუ მოსწავლე თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში ან რუსთავში სწავლობს, სურვილის შემთხვევაში, მშობელს შეუძლია, დისტანციური სწავლების რეჟიმით ისარგებლოს. „სწავლის დისტანციურად გაგრძელების სურვილის შემთხვევაში განაცხადი უნდა გააკეთოთ საიტზე: online.emis.ge, ან მიმართოთ სკოლას და რეგისტრაციას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – განაცხადეს განათლების სამინისტროში. განათლების სამინისტრო წერტილოვან შეზღუდვებს დააწესებს იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის ფაქტის შემთხვევაში, ყველა…

მეტი...