ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი დღეს გაიმართება

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი გაიმართება. მოლაპარაკებების თემებს შორის იქნება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების ესკალაცია. ევროპელი ლიდერები ასევე იმსჯელებენ ბელარუსის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე.

ამას გარდა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები განიხილავენ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში შექმნილ მდგომარეობას, სადაც თურქეთი ენერგორესურების სამძებრო სეისმურ კვლევებს ატარეს, რასაც საბერძნეთი და კვიპროსი აპროტესტებენ. ევროპელი ლიდერები ასევე იმსჯელებენ ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებზე.

ევროკავშირის სამიტი 1-2 ოქტომბერს იმართება.

მსგავსი თემები