საქართველოში კორონავირუსით მე-40 პაციენტი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-40, 81 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს დიაგნოზით: ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ქრონიკული დაავადების გამწვავება.

„კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 30 სექტემბერს ღამით“, – ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები