ავტოსაგზაო შემთხვევა გორში, დაღუპულია ერთი, ხოლო დაშავებულია ორი ადამიანი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორის შესასვლელთან. თხევადი აირით დატვირთულ მანქანას მსუბუქი ავტომობილი უკნიდან დაეჯახა.

მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

დაშავებული ოთხი წლის გოგონა და მისი ბებია ტრავმული მოტეხილობებით სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გადაიყვანეს. ამასთან, გამოძახებულია კატასტროფის ბრიგადა და ბავშვს თბილისში გადაიყვანენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები