თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე

“ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე, აგრძელებს თავის მოვალეობასა და ცხელების ცენტრებისა და კლინკების მართვას” – ამის შესახებ კლინიკის პიარმენეჯერმა, გოგა ბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძეს დაგეგმილი აქვს აჭარის რეგიონში ვიზიტი, სადაც ყველაზე ბევრი კოვიდინფიცირებულია.

„გარდა ამისა, ბატონი თენგიზისგან მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის რჩებოდა და რჩება მმართველი პარტიის აქტიურ მხარდამჭერას“, – განაცხადა გოგა ბერიძემ.

მსგავსი თემები