ISFED-მა სოცმედიაში ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37, ხოლო ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 32 გვერდი გამოავლინა

ოქტომბერს, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში, სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის I შუალედური ანგარიში წარმოადგინა. მონიტორინგის ფარგლებში ISFED-მა გამოავლინა:

ოპოზიციის ღიად მადისკრედიტირებელი 37 გვერდი;
მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ღიად მადისკრედიტირებელი 32 გვერდი;
ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის 10 გვერდი;
ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცრუ მხარდაჭერის 2 გვერდი;
ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი 16 გვერდი;
ხელისუფლების მხარდამჭერი 11 გვერდი.
დაკვირვების ქვეშ იყო “პატრიოტთა ალიანსის” სასარგებლოდ მოქმედი არაანონიმური 10 გვერდიც.

ამ კატეგორიის გვერდებზე, ISFED-მა 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გამოქვეყნებული 14 290 საჯარო პოსტი გააანალიზა.

საანგარიშო პერიოდში, Facebook-ზე ორგანიზებული ანონიმური დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი 69 გვერდი გამოვლინდა, რომელთა მიზანია ამომრჩევლებში კონკრეტული პარტიებისა თუ კანდიდატების მიმართ ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება ან/და გაღვივება. დისკრედიტაცია გამოიყენება როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წინააღმდეგ.

“რაც გამოვკვეთეთ, არის ის, რომ კვლავ ხდება ანონიმური, დისკრედიტაციული გვერდების გამოყენება როგორც ერთ-ერთი საშუალება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. ეს ხდება როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ,”-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ” სამართლიანი არჩევნებისთვის” აღმასრულებელი დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ. 

მსგავსი თემები