“ქართული ოცნების” საარჩევნო სიამ ყველა გამოწვევასთან გამკლავება უნდა უზრუნველყოს” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” სია პროფესიონალი და წარმატებული ადამიანებით არის დაკომპლექტებული.

როგორც ოხანაშვილი აცხადებს, აღნიშნულმა საარჩევნო სიამ ყველა გამოწვევის გამკლავება უნდა უზრუნველყოს.

“სია დაკომპლექტებულია პროფესიონალი ხალხით, საკუთარ საქმეში წარმატებული და პატრიოტი ადამიანებით, რომლებსაც შესწევთ უნარი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ჩადგნენ, გადადონ საკუთარი პირადი და წინ წამოწიონ ქვეყნის ინტერესი. ეს არის ის კომპონენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შემუშავდა და დაკომპლექტდა “ქართული ოცნების” საარჩევნო სია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყველა გამოწვევასთან გამკლავება” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

ცნობისთვის, პარტია “ქართულმა ოცნებამ” პარტიული 150 კაციანი სია ცოტა ხნის წინ დაარეგისტრირა.

მსგავსი თემები