ოზურგეთში, კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალში, სილაურის დასახლებაში „კოვიდ 19“-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები დედა-შვილი არიან.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული პირები იმ ლაითურელი ქალის კონტაქტები არიან, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა.

„პაციენტებს არანაირი რესპირატორული სიმპტომი არ აღენიშნებათ. ისინი გადაყვანილები არიან საჩხერის კლინიკაში. ამ დროისთვის გამოკვლეულია მათი 15 კონტაქტი. ყველა მათგანი უკვე გაიტესტა და თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილები“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.

მსგავსი თემები