ბათუმში ბაზრობა “ხოფა” დაიკეტა – ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში ბაზრობა “ხოფა” დაიკეტა. მიზეზი, დღეს ერთ-ერთი თანამშრომლისთვის კორონავირუსის დადასტურებაა.

ამ დროისთვის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ჩაკეტილ ტერიტორიაზე მუშაობს. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. ბაზრობაზე სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.

ასევე ცნობილია, რომ დღეს ზღვისპირა ქალაქში სულ 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა და მათგან ერთი ახალი შემთხვევა სასწავლო დაწესებულებას უკავშირდება. ინფექცია ერთ-ერთ პედაგოგს დაუდასტურდა.

მსგავსი თემები