ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს და ის მიმართვებზე უკვე რეაგირებს

გერმანელი ექიმების განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

კლინიკა Charite-ს ექიმების განმარტებით, ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს და ის მიმართვებზე უკვე რეაგირებს.

ექიმებმა ასევე აღნიშნეს, რომ ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობისთვის გრძელვადიანი შედეგები ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები