“COVID-19-ით ინფიცირების მე-7 დღიდან ადამიანი გადამდები აღარ არის” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკარანტინო ვადის 8 დღემდე შემცირებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

მისი ინფორმაციით, ბოლო კვლევების მიხედვით, კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანი მე-7 დღიდან გადამდები აღარ არის.

“საერთაშორისო პუბლიკაციები მიუთითებენ, რომ მე-7 მე-8 დღიდან ადამიანი გადამდები აღარ არის. რომც იყოს ვირუსი, მისი კონცენტრაცია და მისი გადამდებლობა აღარ აღინიშნება. ამაზე უკვე საკმაოდ ბევრი მტკიცებულება დაგროვდა. საკოორდინაციო საბჭოზე განვიხილეთ ეს საკითხი და გადავწყვიტეთ, რომ ტესტირების ფონზე, 8 დღემდე კარანტინის ჩამოსვლის, რაც ნიშნავს, რომ მე-8 დღეს ადამიანს უკეთდება PCR ტესტირება; თუ უარყოფითია, ის გადის კარანტინიდან, მაგრამ ვალდებულება აქვს, რომ მე-12 დღეს ამბულატორიულ პირობებში ჩაიტაროს PCR ტესტირება და შემდგომ განაგრძოს მოძრაობა. ეს არის დღევანდელი ალგორითმი,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები