ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი ორ სკოლაში მუშაობს

“ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი ორ სკოლაში მუშაობს და ორივეს თანამშრომლებთან ჰქონდა შეხება”, – ამის შესახებ ბათუმის რესურსცენტრის უფროსმა, გოჩა დავითაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პედაგოგი ბათუმის მე-6 და მე-15 საჯარო სკოლებში მუშაობს.

„პედაგოგს შემხებლობა ჰქონდა ორივე სკოლის თანამშრომლებთან. მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა და ყველა მათგანს ჩაუტარდება გამოკვლევა“, – განაცხადა გოჩა დავითაძემ.

მისი თქმით, პედაგოგის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი და მას კორონავირუსის არავითარი სიმპტომები არ აღენიშნება.

მსგავსი თემები