ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი შეიყვანეს. ისინი კლინიკაში მყოფი ტრაილერის მძღოლის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი არიან. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტები კარანტინიდან გადაიყვანეს. ისინი ბოქსირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და კვლევები უტარდებათ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1684 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 1315 -ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი დღეს საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნების გეგმებთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას დღეს გეგმავს. აღნიშნული პოსტი სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა. „ხვალ გავაკეთებ მიმართვას ჩემი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით“,- დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურნენ მმართველ გუნდში, – “მობრძანდეს” – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 ახალი ფაქტი დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის  14 ახალი ფაქტი დადასტურდა. ჯანდაცვის დე-ფაქტო უწყების ინფორმაციით, ტესტირება გუშინ 110 ადამიანს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე გუდაუთის საავადმყოფოში 45 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ, 7 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ რეგიონში 5-მდე გაიზარდა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი. 74 წლის ქალი მძიმე მდგომარეობაში სოხუმიდან გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანისას გზაში გარდაიცვალა.

მეტი...

სასამართლო 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. ლუკა სირაძის ოჯახის ინტერესებს საია იცავს. ლუკა სირაძის საქმეზე ბრალი გამომძიებელ მარიამ ჩოლოიანს აქვს წარდგენილი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მეტი...

„ვისაც ბანკბის თემა აინტერესებს ვეპატიჟები კონსულტაციებზე“ – დავით ჭიჭინაძე

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა არჩევნების წინ მაინც ამოიღო ხმა საბანკო დიქტატურის წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე ამბობს, რომ ქვეყანაში მთავარი დამნაშავეები ბანკირეი არიან: „კარგია, თუ ეხლა მაინც მიხვდნენ იმას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ, ან არ იმჩნევდნენ, რომ ამ ქვეყანაში მთავარი დამნაშავეები არიან ბანკირები და ყველა ხელისუფლება ყოველთვის ბანკებს ემსახურება.  თუმცა, ვაფრთხილებ, რომ მსგავსი ლოზუნგების მხოლოდ წინასაარჩევნოდ სროლა და თან ისეთ არაკომპეტენტურ ფორმებში,  როგორც აკეთებენ, ამით მხოლოდ  ბანკებისთვის ხებიანდ  დასაცინი ობიექტები. ამიტომ, პოლიტიკოსებს, ვისაც ეს თემა იანტერესებს, ვეპატიჟები კონსულტაციებზე ბანკების…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. ადვოკატების განცხადებით, ჯერ ცნობილი არ არის, რომელ მოწმეებს მიიყვანს ბრალდების მხარე. ერთ-ერთი ბრალდებულის, ლ.შ.- ს ადვოკატის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გამტყუნდება იმ მუხლით, რაც მას წარდგენილი აქვს. ადვოკატის თქმით, ლ.შ. სასამართლო სხდომას დაესწრება და თავადაც დაუსვამს შეკითხვებს პროცესზე წარდგენილ მოწმეებს. „ვფიქრობ, უკვე უნდა დაიკითხონ ის მთავარი მოწმეები, რომლებიც ფაქტის შემსწრენი არიან, რაც პირდაპირ კავშირშია ბრალთან. ესენი არიან: ქათამაძე, ამირხანაშვილი, გაბეჩავა, ახვლედიანი. ვერ გეტყვით, დღეს ზუსტად რომელი მოწმე დაიკითხება, ვფიქრობ, უკვე…

მეტი...