მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის სოფლების – ვაკიჯვრის და ბახვის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე  დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ  შეკითხვებს უპასუხა.

„ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ. ვიმსჯელეთ იმ გამოწვევებზე, რაც ამ დროისთვის ჩემს ამომრჩევლებს აწუხებთ. აქტიურად ვიქნები ჩართული ყველა საკითხის გადაჭრაში და დავიცავ თითოეული მოქალაქის ინტერესს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არაერთი დასრულებული თუ მიმდინარე პროექტია, ჩვენი გუნდი, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით ბევრს აკეთებს” – განაცხადა ვასილჩიგოგიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კანდიდატმა სოფელ ბახვის რეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლა, რომელიც 1934 წელს აშენდა იმერეთის ეპისკოპოსის, გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. 700 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში, ამჟამად, 120 მოსწავლე სწავლობს.

„ ძალიან სასიხარულოა, რომ ისტორიული სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა და ახალი სასწავლო წლიდან, ჩვენი ახალგაზრდები, განახლებულ შენობაში მიიღებენ განათლებას. მათთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი.საგანმანათლებლო კუთხით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბევრი რამ კეთდება. ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია“ – აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

მსგავსი თემები