პარლამენტის ბიურომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრა.
დღესვე დეპუტატებმა იმსჯელეს რიგ საორგანიზაციო საკითხებზე.
ბიურომ დააკმაყოფილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა განხილვის ვადების 1 თვით გადადებასთან დაკავშირებით 4 სხვადასხვა კანონპროექტზე: „სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის საფუძველზე, 1 თვით გადავადდა ასევე „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ კანონპროექტის განხილვა.
„გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მომართვის საფუძველზე, ოქტომბრის ბოლომდე გადაიწევს.