“მთავრობა ყველაფერს აკეთებს ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში – „8 ერი“, მონაწილეობა მიიღოს” – გიორგი გახარია

  •  

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ისტორიულ შანსზე, მონაწილეობა მიიღოს რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში – „8 ერი“ და შეეჯიბროს ევროპული რაგბის 6 საუკეთესო გუნდს და ფიჯის ეროვნულ ნაკრებს.

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ

მსგავსი თემები